Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ღია კარის დღე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

19 მარტს, 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე.


მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური საბაკალავრო პროგრამების შესახებ. კერძოდ:
• ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;
• დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
• მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
• ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა.


ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებთან, თითოეული საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენელთან, ლექტორებთან და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნობიან ფაკულტეტზე მოქმედ პროგრამებს, ღონისძიებებს, საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებსა და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმაზე.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე
რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე გამოგეგზავნებათ შეტყობინება და დეტალური ინსტრუქცია შეხვედრაზე დასასწრებად.