Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი დ აა(ა)იპ ,,ერთად ერთისთვის’’ უნივერსიტეტის სტუდენტებს უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას/კონსულტაციას სთავაზობს. 
ამ მომსახურების ფარგლებში უკვე მივიღეთ 20-მდე სტუდენტი, მათ კვალიფიციური მომსახურება გაუწიეს ა(ა)იპ ,,ერთად ერთისთვის" ფსიქოლოგებმა. 
მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ შფოთვა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, უჭირთ სხვადასხვა  სახის სტრესთან გამკლავება (მაგალითად, სირთულეები სოციალურ სიტუაციებში, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში), შიშები და სხვ. 
კონსულტაცია ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ შეხვედრებს. 
კონსულტაციების ჩატარების ადგილი: თსუ-ს მე-3 კორპუსი.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე 555 16 33 55