Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს

ცხადდება კონკურსი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:

2021 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის 18 საათამდე.

გაითვალისწინეთ, რომ შერჩევის  კრიტერიუმები განახლებულია!

კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.

სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია იგზავნება ელ. ფოსტაზე: tsu.psychology@tsu.ge

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • შევსებული განცხადება - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (განცხადება);
  • პირადობის მოწმობის ასლი - ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა (დასკანირებული ან ფოტოსურათი);
  • საბანკო ანგარიშის ამონაწერი (საქართველოს ბანკიდან) - ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი) (დასკანირებული ან ფოტოსურათი);
  • 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (2021 წლის 01თებერვლიდან 2021 წლის 09აგვისტოს ჩათვლით) პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/ პუბლიკაცია/ სხვ).

დუბლირების თავიდან ასაცილებლად 2021 წლის 01 თებერვლიდან 07 მარტამდე წინა სემესტრში უკვე წარმოდგენილი პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვა, ხელმეორედ არ მიიღება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ!

დოკუმეტაციაში გარკვევით  უნდა ჩანდეს კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების თარიღი  (დასკანირებული ან ფოტოსურათი, „სქრინები“ არ მიიღება).

თქვენს მიერ წარმოდგენილი საბუთების განხილვის შემდეგ დასტურის წერილთან ერთად ელ.ფოსტით მიიღებთ:

  • 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ამონაწერს სასწავლო ბარათიდან.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნება:  2021 წლის 8 დეკემბერი.

დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუ-ს მეილიდან!

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!

გისურვებთ წარმატებებს!

 

მარეგულირებელი დოკუმენტები:

რექტორის ბრძანება

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი