Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სემინარი-უცხოური ენის სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები და ინტერკულტურული სწავლების ასპექტები

იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტისა (Friedrich-Schiller-Universität Jena) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში 4 და 5 დეკემბერს ჩატარდა ე.წ. „ბლოკსემინარი“, რომელიც ეხებოდა უცხოური ენის სწავლების ფსიქოლოგიურ საფუძვლებსა და ინტერკულტურული სწავლების ასპექტებს.

სემინარში მონაწილეობდნენ იენის უნივერსიტეტისა და თსუ-ს მაგისტრანტები. სემინარს უძღვებოდნენ იენის უნივერსიტეტის პროფესორი ლორენც ფოლკმანი, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი მაია ჯინჭარაძე და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ივა მინდაძე.