Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტ E-PSY-ის ფარგლებში მორიგი სამუშაო ვიზიტი ბიდგოჩის ეკონომიკის უნივერსიტეტში (WSG), პოლონეთში

პროექტ E-PSY-ის („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“) ფარგლებში, 2022 წლის 23-27 მაისს, პოლონეთში, ბიდგოჩის ეკონომიკის უნივერსიტეტში (WSG), სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ამავე პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგები/კონსულტანტები ლანა გაჩეჩილაძე და ვიქტორია ჭეიშვილი.

 ვიზიტის მიზანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იყო. უნივერისტეტის პროფესორებმა Robert Lauks-მა, Zaneta Zaczek-მა, Ewa Kanievska-მ, Magdalena Bergmann-მა და Bogdan Pietrilewicz-მა ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს, ზოგადად, პოლონეთსა და უშუალოდ ბიდგოჩის უნივერსიტეტში გავრცელებული სტუდენტების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ფორმები; სტუდენტების დაბალი აკადემიური მიღწევის გამომწვევი მიზეზები; შეფასების ინსტრუმენტები. ერთ-ერთი შეხვედრა დაეთმო უმაღლეს სასწავლებლებში უნივერსალური დიზაინის გამოყენების ხელმისაწვდომობასა და პრაქტიკას; სიმულაციის გამოყენებას, როგორც სოციალური ისე ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლისას.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ ქალაქებს ჰელმნოსა და ტორუნს, სადაც გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს მათ

თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სახელით, მადლობას ვუხდით ვიზიტის ორგანიზატორებს, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებისვის.

 

 

✅E-PSY პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: https://epsy.ge/ka

✅ E-PSY პროექტის ოფიციალური Facebook გვერდი