Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასწავლებლის XI საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“

2022 წლის 10 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით  ჩატარდა მასწავლებლის XI საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ სამუშაო თემატიკით - „გამჭოლი უნარებისა და ღირებებულებების განვითარება ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებებში“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80 მასწავლებელმა. მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვები და მიგნებები წარმოდგენილი საკითხის სწავლების პროცესში, იმსჯელეს არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებზე. კონფერენციამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ საშუალო და უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა ურთიერთობას, კავშირს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სკოლას შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს ორივე ინსტიტუციაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კონფერენციამ სერიოზულ და სასიამოვნო აკადემიურ ვითარებაში ჩაიარა.