Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას-სკოლა უნივერსიტეტს“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი მართავს მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენციას, რომლის მიზანია, დარგში არსებული ცოდნისა და სიახლეების ურთიერთგაცვლის/გაზიარების ხელშეწყობა.

მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენცია იმართება ყოველწლიურად. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქმედ მასწავლებლებს.

მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენცია  ჩატარდება 2020 წლის 19 დეკემბერს.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

 

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

  1. ახალი სკოლის მოდელი-პროექტის აღწერა;
  2. ახალი სკოლის მოდელი-პროექტის ფასილიტატორები/ექსპერტები;
  3. ახალი სკოლის მოდელი და კონსტრუქტივიზმის თეორია;
  4. თემატური მატრიცა და სასკოლო კურიკულუმი;
  5. კომპლექსური დავალება;
  6. ახალი სკოლის მოდელი-პერსპექტივები და გამოწვევები.

 

სამუშაო ენა:

ქართული

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება - 10 წუთი;

მსჯელობა - 5 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თეზისები უნდა გადმოიგზავნოს  ელექტრონულ მისამართზე pedconference@tsu.ge  2020 წლის 9 დეკემბრამდე.

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen

ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)

 

საკონტაქტო პირი: ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი, მარიკა ჩაფიძე, marika.chapidze@tsu.ge

 

მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენციაზე დასწრების მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენციაზე დასწრების (და არა მონაწილეობის) მსურველებმა, გთხოვთ, აუცილებლად შეავსოთ აღნიშნული ფორმა (იხილეთ ბმულის სახით)

ბმული