Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ფრიდრიხ შილერის იენის უნივერსიტეტის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) სადოქტორო კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების დოქტორანტურის საფეხურის I, II, III, IV სემესტრის სტუდენტებს. 

 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:  3 (სამი) თვე;

მობილობის პერიოდი: მობილობა უნდა განხორციელდეს  2020 წლის 31 დეკემბრამდე;

სტიპენდიის სრული მოცულობა:  3.600 ევრო. 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

ა) ინგლისური ენის შემთხვევაში - უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერტ იფიკატი;

ბ) გერმანული ენის შემთხვევაში - უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate

გ) თსუ-ის მიერ ადმინისტრირებული უცხო ენების ინსტიტუციონალური ტესტირების (2018 წლის 9 ოქტომბერი, 2019 წლის 13 მარტი, 2019 წლის 1-2 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა) ინგლისურ ან გერმანულ ენაში

დ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო გერმანული ან ინგლისური ენა)

ე) საუნივერსიტეტო დონეზე პედაგოგიური გამოცდილების არსებობის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც დაადასტურებს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის. აქედან გამომდინარე, შერჩეული სტიპენდიანტებისათვის აუცილებელი იქნება სტუდენტის სტატუსის გააქტურება მობილობის დაწყებამდე!

 

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:

1.  დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

2.  გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 23 სექტემბრის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

 

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:

1.  პასპორტის ასლი; 

2.  CV ევროპულ [Europass] ფორმატში (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);

3.  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე, სემესტრის მითითებით;

4.  სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;

5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოცემული განცხადების პირველ ნაწილში, დაშვების წინაპირობებში მითითებული ცნობებიდან ერთ-ერთი);

6.  მაგისტრის დიპლომის დასკანერებული ასლი;

7.  მაგისტრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;

8. მოტივაციის წერილი საკვლევი გეგმის მონახაზის ჩათვლით არაუმეტეს 3 გვერდისა (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე); ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. 

9. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (Letter of Interest) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ);

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

•  აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად არაუგვიანეს 29 სექტემბრისა!

•  შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები; 

• „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების ან სხვა გამონაკლის შემთხვევებში, მოცემული მობილობა/სტიპენდია შეიძლება გაუქმდეს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს ელ.ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge;