Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კატარის უნივერსიტეტის სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე - Arabic Program for Non-Native Speakers

კატარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ორი სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე - Arabic Program for Non-Native Speakers.

2022-2023 სასწავლო წლებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • კანდიდატი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე;
  • კანდიდატს გასული წლების განმავლობაში არ უნდა ქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე - Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
  • კანდიდატი დაწყებით დონეზე მაინც (basic knowledge) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.

პროგრამაზე სწავლის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2022 წლის 20 იანვრამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program

განაცხადების მიღების შემდეგ, კატარის უნივერსიტეტი თავად შეარჩევს იმ 2 კანდიდატს, რომელთა დაფინანსება განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლებისთვის. დანართის სახით გიგზავნით კატარის უნივერსიტეტიდან მიღებულ ინფორმაციას.

ასევე, დამატებითი ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ბმულზე: http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program .