Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტაცია

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას / ფსიქოლოგიურ კონსულტირებას.

უფასო ფსიქოლოგიური კონსულტირება განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებისთვის, რათა დაეხმაროს მათ ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაში, ადაპტაციისა და ეფექტური დაძლევის უნარების განვითარებაში.   

 

სტუდენტს შეუძლია მიიღოს უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია თუკი აღენიშნება შემდეგი სირთულეები:

 

  • სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ადაპტაციის დარღვევები;
  • დაქვეითებული გუნება-განწყობა (გლოვა, სევდა, უიმედობა);
  • ძილის დარღვევები;
  • სუიციდური აზრები და თვითდაზიანება / თვითდაზიანების მცდელობები;
  • მომატებული შფოთვა;
  • სოციალური შფოთვა;
  • პანიკური შეტევები;
  • გამოხატული შიშები;
  • ბრაზის მართვის სირთულე;
  • კვების დარღვევა;
  • დროის მართვის სირთულეები;
  • დაყოვნება (პროკრასტინაცია);
  • ინტერპესონალური ურთიერთობების სირთულე;
  • დაბალი თვითშეფასება და წარუმატებლობის შიში;
  • სტრესთან გამკლავების სირთულე.

 

სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირება ითვალისწინებს სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას. კონსულტაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გაეცნოთ ფორმას „ინფორმირებული თანხმობა“.

კონსულტაციების ჩატარების ადგილი: თსუ-ს III კორპუსი 019 და 024 ოთახი. შესაძლებელია ონლაინ კონსულტაციაზე შეთანხმება.

დაინტერესების შემთხვევაში წინასწარ დაჯავშნეთ ვიზიტი შემდეგ ნომერზე - 555577883, ან მოგვწერეთ მესენჯერში: თსუ- ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი.

სტუდენტს უნდა ჰქონდეს აქტიური თსუ-ის მეილი.

ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!

 

პროექტის ოფიციალური FB-გვერდი:  Psychological Counselling Centers For Students E-PSY