Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი დოქტორანტთა ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტი  აცხადებს  კონკურს დოქტორანტთა  საუნივერსიტეტო  დაფინანსების  მოსაპოვებლად

 

კონკურსის  მიზანი

 

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  5  დოქტორანტის  ერთი               სასწავლო  სემესტრის  დაფინანსება.

 

კონკურსის  სამიზნე  ჯგუფი     

 

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის - II, III, IV, V­,­ VI სემესტრის­დოქტორანტები.

 

კონკურსში  მონაწილეობას  ვერ  მიიღებენ:

 

  • პირველი  და  დამატებითი  სემესტრის  დოქტორანტები;
  • დასაფინანსებელ  სემესტრში  სტატუსშეჩერებული  დოქტორანტები;
  • დოქტორანტები,  რომლებსაც   არ  აქვთ  დაფარული  წინა  სემესტრის  სწავლის  საფასუ­­­რი;
  • დოქტორანტები,  რომლებიც ფინანსდებიან  საგრანტო  პროექტის  ფარგლებში;
  • დოქტორანტები,  რომლებიც  ფინანსდებიან  რომელიმე  ორგანიზაციის, ფონდის მიერ.

 

რეგისტრაციის ვადები:

 

ნოემბერი 19, 2020 - დეკემბერი 4, 2020

 

სავალდებულო  დოკუმენტაცია   

 

დოქტორანტმა  ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე chancellery.pes@tsu.ge   უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტები:

 

  • განაცხადი  კონკურსში  მონაწილეობის  შესახებ  (დანართი 1);
  • ავტობიოგრაფია  (CV);
  • სამეცნიერო  პუბლიკაციების,  განხორციელებული  სამეცნიერო-კვლევითი, კვალიფიკაციის  ასამაღლებელი  და  სასწავლო  აქტივობების  ჩამონათვალი (დანართი 2/შევსებული ცხრილი - მათი  დამადასტურებელი  დოკუმენტაციით). კოლოკვიუმის  ფარგლებში განხორციელებული  აქტივობის  დასადასტურებლად  ცნობის  წარმოდგენა  არ  არის  სავალდებულო;
  • სამეცნიერო  ხელმძღვანელის  შუამდგომლობა;
  • ცნობა  სტუდენტის  სტატუსის  შესახებ;
  • ამონაწერი  სტუდენტის  ბარათიდან  GPA-ის  მითითებით.

 

მარეგულირებელი  დოკუმენტები: დეკანის ბრძანება; დეკანის ბრძანება ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით