Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გარდაიცვალა პროფესორი ნანა სუმბაძე

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი უზომო მწუხარებას გამოხატავს პროფესორი ნანა სუმბაძის გარდაცვალების გამო.

 

ნანა სუმბაძემ წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოში, სოციალური ფსიქოლოგიის სფეროზე. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამ მიმართულების განვითარებაში, იდგა რა ყოველთვის სიახლეებისა და   ინოვაციური კვლევითი იდეების სათავეებთან. იყო 100-ზე მეტი ნაშრომისა და კვლევის ავტორი; ცხოვრების 40  წელზე მეტი ემსახურებოდა მეცნიერებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და ხალხს; მისი კვლევები და ნაშრომები, ერთი მხრივ, სოციალური ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების   საკითხებს შეეხებოდა, ხოლო, მეორე მხრივ,  სოციალური პრობლემების ფართო სპექტრს  და მიმართული იყო  სოციალური  ჯგუფების  საჭიროებების კვლევასა და  მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მათ შორის იყვნენ ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები, უმუშევარი პირები, ხანდაზმულები, ეროვნული უმცირესობები, ე.წ. თურქი მესხები, მიგრანტები და სხვა. მისი კვლევების საფუძველზე არერთი სოციალური პროგრამა განხორციელებულა, რამაც დიდი როლი შეასრულეს სოციალური პრობლემების  შემცირებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

 

სამეცნიერო მუშაობის გარდა, ნანა სუმბაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ფსიქოლოგების თაობების აღზრდაში; ის ასობით სტუდენტს ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა მათ პირველ ნაბიჯებს მეცნიერული კვლევის გზაზე; ცოდნისა და უნარების შეძენასთან  ერთად, ყოველთვის ცდილობდა ჩამოეყალიბებინა ღირსეულ მოქალაქეებად, როგორიც თავად იყო: თავისუფალი, პასუხისმგებლობის მქონე,  ერთგული, მღალი პრინციპების მქონე და ღირსეული.

 

ნანა სუმბაძე ჩვენგან წასვლა, - უდიდესი დანაკლისია სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მთელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ის ყოველთვის ემახსოვრება და ეყვარება მის კოლეგებს, სტუდენტებს და მისი სახელი ღირსეულად გადაეცემა ფსიქოლოგების მომავალ თაობებს. ვუსამძიმრებთ ნანა სუმბაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.