Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ასისტენტ-პროფესორი ვლადიმერ (ლადო) გამსახურდია საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის “Trends in Psychology” („ტენდენციები ფსიქოლოგიაში“) ასოცირებული რედაქტორის (Associate editor) პოზიციაზე დაინიშნა

 

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ლადო გამსახურდია,  საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის “Trends in Psychology” („ტენდენციები ფსიქოლოგიაში“) ასოცირებული რედაქტორის (Associate editor) პოზიციაზე დაინიშნა.

 

ჟურნალს გამოსცემს მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო გამომცემლობა - „Springer“, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მედიცინის სფეროს ნოვატორია. 

 

ლადო გამსახურდია 2016 წლიდან თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია. 2019-2020 წლებში მან შვედეთის ინსტიტუტის დაფინანსებით განახორციელა პოსტ-დოკ კვლევითი პროექტი უფსალის (შვედეთი) უნივერსიტეტში. იგი მიწვეული მკვლევარის სტატუსით სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩიკაგოს, ლუქსემბურგის, უფსალას, აალბორგის, ფრიბურგის, ბასკეთის და იაკობსის უნივერსიტეტებებში.  

 

ის ეწევა აქტიურ სასწავლო საქმიანობას და პარალელურად ჩართულია არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში. მისი კვლევები აქტიურად ქვეყნდება დარგის საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო გამოცემებში.

 

ასისტენტ-პროფესორი ლ. გამსახურდია 2019 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დიმიტირი უზნაძის სახელობის ჯილდოს მფლობელია. 

 

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური