სამაგისტრო პროგრამის დასახელება: დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების მაგისტრი დემოგრაფიაში
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსები - 70 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
არჩევითი კურსები 20 ECTS კრედიტი
დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია დემოგრაფიაში მრავალმხრივი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ:
- დემოგრაფიულ მეცნიერებათა ძირითადი თეორიების, დებულებების, კანონების სისტემური ანალიზი და მათზე დაყრდნობით სოციოლოგიური კვლევების ჩატარება;
- მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების თავისებურებების განსაზღვრა დინამიკაში, როგორც მსოფლიოში, ასევე რეგიონულ და ცალკეული ქვეყნების ჭრილში;
- მიგრაციული პროცესების (მათ შორის კავკასიის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ) სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული ასპექტების გამოვლენა და ანალიზი;
- დემოგრაფიის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების სფეროებთან ურთიერთკავშირის განსაზღვრა;
- მიღებული ცოდნით აკადემიურ სფეროში საკუთარი წვლილის შეტანა და ცოდნის გაცვლა-გავრცელება სამეცნიერო წრეებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ნაწილში.
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის ხარისხი;
- ერთიან ეროვნულ სამაგისტრო გამოცდაში გამსვლელი ქულის მიღება;
- წერითი გამოცდა სპეციალობაში;
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრება სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B1 დონე);
- პროგრამაზე დაიშვებიან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ქართულ ენას (B2 დონე).
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
1. სისტემურად და სიღრმისეულად განმარტავს დემოგრაფიის ფუნდამენტურ კონცეფციებს, მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებს, მათ გეოგრაფიასა და გამომწვევ მიზეზებს;
2. განსაზღვრავს დემოგრაფიულ თეორიებს, ამოცანებსა და პარადიგმებს;
3. დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით ქმნის მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების მოდელებს და ახდენს მათი იმპლიმენტაციისათვის საჭირო კომპლექსური მონაცემების ანალიზს;
4. იყენებს დემოგრაფიული თეორიების სხვადასხვა ასპექტს თანამედროვე დემოგრაფიულ პრობლემებთან მიმართებაში;
5. დამოუკიდებლად და კრიტიკულად ამუშავებს დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, აანალიზებს მონაცემებს კვლევის უახლესი მეთოდების (მათემატიკური, სტატისტიკური, სოციოლოგიური) გამოყენებით, მათ საფუძველზე ადგენს დემოგრაფიული პროცესების ინტენსივობას და აკეთებს პროგნოზებას;
6. მსჯელობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების დემოგრაფიული განვითარების ისტორიულ, გეოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკური შედარებითი ანა¬ლიზის შედეგებზე;
7. პროფესიული ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, სხვადასხვა ქვეყნების მიერ გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, წარადგნეს საკუთარ მოსაზრებებს ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალური დემოგრაფიული პოლიტიკის შესამუშავებლად;
8. დამოუკიდებლად გეგმავს საკუთარი სწავლის პროცესს ცოდნის შემდგომი გაღრმავების მიზნით;
9. უნივერსიტეტში მიღებული კომპეტენციების საფუძველზე, წვლილი შეაქვს როგორც პროფესიული, ასევე სამოქალაქო აქტივობით დარგის განვითარებაში.
პროგრამაზე მუშაობის დროს მიმდინარეობდა კონსულტაციები დამსაქმებელებთან, რომ მათთან ერთად განსაზღვრულიყო ის კონკრეტული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც მოეთხოვება კურსდამთავრებულს შრომის ბაზრის კონკრეტული სფეროს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
საქართველოში არსებობს, როგორც სახელმწიფო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურები, სამეცნიერო დაწესებულებები), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ჭირდებათ დემოგრაფიის, განსაკუთრებით კი რეგიონული დემოგრაფიისა და მიგრაციის სპეციალისტები, რათა პროფესიულად შეისწავლონ, გააანალიზონ და დაგეგმონ მოსახლეობის განვითარების, მათ შორის სულ უფრო მზარდი მიგრაციული პროცესები. შესაბამისად, დემოგრაფიისა და მოსახლეობის გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებას.