სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: გენდერის კვლევა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი გენდერის კვლევებში
დადგენილების ნომერი №32541 (დანართი №43)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მედეა ბადაშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები 50 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები 35 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
თავისუფალი კურსები 5 ECTS კრედიტი
გენდერის კვლევა სამაგისტრო პროგრამის მისაღები საგამოცდო და გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევაში ინტერდისციპლინარულია. იგი სტუდენტებს აწვდის გენდერის, როგორც სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ფენომენის შესახებ უახლეს ცოდნას სხვადასხვა თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომების საშუალებით, როგორც გლობალურ, ასევე რეგიონალურ და ლოკალურ კონტექსტში.
პროგრამის მიზანია:
მისცეს სტუდენტებს ფუნდამენტური ცოდნა გენდერის კვლევაში; ხელი შეუწყოს სოციალურად რელევანტური და კრიტიკული ცოდნის წარმოებას მოცემულ დარგში.
სათანადო კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებით მოამზადოს სტუდენტები როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკულ სფეროში საქმიანობისთვის.
პროგრამაზე მიღების წინაპირობებია:
ბაკალავრის ხარისხი ან 5 წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი ნებისმიერ სფეროში; სასურველია გარკვეული ცოდნა სოციალურ მეცნიერებებში;
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
სტანდარტული საგანაცხადო დოკუმენტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის;
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე. ამ მოთხოვნის შესასრულებლად კანდიდატს შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, სხვა მათი ექვივალენტური ტესტები), ან ჩააბაროს უცხო ენაში თსუ-ს ენათა ცენტრის მიერ ორგანიზებული სამაგისტრო მისაღები გამოცდა;
წერითი გამოცდა სპეციალობაში;
გასაუბრება (კანდიდატთა საბოლოო შერჩევა ხდება საგანგებოდ შექმნილ კომისიასთან გენდერის კვლევის შესავალ საკითხებზე გასაუბრების საფუძველზე);
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
მისაღები გამოცდების ფორმატი და საბოლოო ქულის გამოყვანის სტრუქტურა:
საერთო სამაგისტრო გამოცდა - საკმარისია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ბარიერების წარმატებით გადალახვა;
ინგლისური ენის გამოცდა - B2 დონე ( 30 %) - მინიმალური 51 ქულა;
წერითი გამოცდა სპეციალობაში ( 40 % ) - მინიმალური 51 ქულა;
გასაუბრება ( 30 % ) - მინიმალური 51 ქულა.
გამოცდის საკითხებისა და შესაბამისი ბიბლიოგრაფიული რეკომენდაციების ნახვა შეიძლება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.
სტუდენტი
სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს გენდერის კვლევის თეორიული და ფილოსოფიური საფუძვლებს;
განსაზღვრავს გლობალური, რეგიონალური და ლოკალური უთასნაწოროების მიზეზებს, მათ შედეგებს და მათი ეფექტურად გადაჭრის გზებს;
აცნობიერებს გენდერული სამართლიანობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობასა და სახელმძღვანელო პრინციპებს;
სტუდენტს შეუძლია
ფემინისტური თეორიების, ქალთა უფლებებისა და მოძრაობების კრიტიკული გააზრება, როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე პერსპექტივაში;
საერთაშორისო და ადგილორივი ფემინისტური ნააზრევის უახლოეს მიღწევებზე დაყრდნობით ახალი და ორიგინალური იდეების განვითარება გენდერული და ფემინისტური პერსპექტივის გამოყენებით;
სრულფასოვანი და ინოვაციური სამეცნიერო და ანალიტიკური კვლევის ჩატარება.
სტუდენტს შეუძლია
უცნობ ან მულტიდისციპლინურ გარემოში რთული პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება;
კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება, აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;
საკუთარი დასკვნების, არგუმენტების და კვლევის შედეგების წარდგენა, როგორც აკადემიურ ასევე, პროფესიული საზოგადოებისთვის აკადემიური ეთიკის სტანდარტების გათვალისწინებით;
გენდერული სამართლიანობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობებში მონაწილეობა;
გენდერული თანასწორობის პრობლემების გადასაწყვეტად მიმართული პროექტების განვითარებისა და ასეთი პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური თუ ადამიანური რესურსების მობილიზება;
გენდერული პოლიტიკის ანალიზის და პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავება;
სტუდენტი
სრულყოფილად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას აკადემიური კეთილსინდიერების განვითარების პროცესში, მათ შორის პლაგიატის პრევენციისას.
სტუდენტს შეუძლია
საკუთარი სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა;
კომპლექსურ სასწავლო ან/და სამუშაო გარემოს მართვა და მასთან ადაპტირება, პროფესიული ცოდნასა და პრაქტიკის განვითარებაში წვლილის შეტანა.
გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების სფერო ვრცელია:
სამთავრობო უწყებები ( ექსპერტებად და მკვლევარებად);
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები;
კვლევითი ცენტრები.