საბაკალავრო პროგრამის დასახელება: სოციალური მუშაობა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მუშაობის ბაკალავრი
დადგენილების ნომერი №805732 (დანართი №38)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი სალომე ნამიჭეიშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 240 კრედიტი
საფაკულტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 120 კრედიტი (ECTS) (მათ შორის 10 კრედიტი საბაკალავრო ნაშრომი)
ძირითადი სპეციალობის სასწავლო კურსები - 50 კრედიტი (ECTS)
თავისუფალი სასწავლო კურსები - 10 კრედიტი (ECTS)
დამატებითი პროგრამა (Minor) ან სხვა სასწავლო კომპონენტი - 60 ECTS კრედიტი
სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი დარგის კვალიფიციური სპეციალისტები (სოციალური მუშაობის ზოგადი პრაქტიკოსები) ადამიანების, მათი ოჯახებისა და ჯგუფების სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, კერძოდ:
უზრუნველყოს სტუდენტები სოციალური მუშაობის თეორიების, მეთოდებისა და მიდგომების შესახებ ფართო ცოდნით;
გააცნოს სტუდენტებს სოციალური მუშაობის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფებისა და მათთან მუშაობის მახასიათებლები ადამიანების, მათი ოჯახებისა და ჯგუფების სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად;
განუვითაროს სტუდენტს სოციალური მუშაობის ზოგადი პრაქტიკის განხორციელების უნარ-ჩვევები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად;
განუვითაროს სტუდენტებს პროფესიული ეთიკისა და ღირებულებების დაცვისა და საკუთარ პრაქტიკაზე რეფლექსიის უნარი.
საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ ვადებში.
საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
- დეტალურად აღწერენ ადამიანებისა და ჯგუფების ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ადამიანთაშორისი ურთიერთობების დინამიკას და განმარტავენ მათ მნიშვნელობას სოციალური მუშაობის მომსახურების პროცესში მიკრო, მეზო და მაკრო დონეებზე;
- აღწერენ სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლებისა და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკების გავლენას სოციალური მუშაობის პრაქტიკულ საქმიანობაზე;
- სოციალური მუშაობის მეთოდების კრიტიკულ ანალიზზე დაფუძნებით ირჩევენ შესაფერის მეთოდს ადამიანების მხარდასაჭერად როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე პრაქტიკაში არსებული მიდგომების გათვალისწინებით;
- მსჯელობენ სოციალური მუშაობის ღირებულებებისა და კულტურულ-ტრადიციული ნორმების გავლენის შესახებ სოციალური მუშაობის პრაქტიკულ საქმიანობაზე;
- განსაზღვრავენ სხვადასხვა სოციალური პრობლემის კვლევის გზებს და აყალიბებენ ზოგიერთ რეკომენდაციას ამ პრობლემების გადასაჭრელად კვლევით პროექტში მონაწილეობის გზით სამეცნიერო ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ;
- ამყარებენ ეფექტურ კომუნიკაციას ყველა იმ სამიზნე ჯგუფთან, რომელსაც სთავაზობენ სოციალური მუშაობის მომსახურებას (მაგ., სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებთან);
- სოციალური მუშაობის სამიზნე ჯგუფების საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების ანალიზის საფუძველზე, ახდენენ მათი საჭიროებების ადვოკატობას;
- იყენებენ არაგანსჯით და ანტიდისკრიმინაციურ მიდგომას უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მუშაობის პრაქტიკაში სოციალური მუშაობის ეთიკის კოდექსის შესაბამისად;
- აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და პროფესიული ფასეულობების გათვალისწინებით ახორციელებენ საკუთარი პრაქტიკის შეფასებასა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვას.
ინგლისური ზოგადი