სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი ორგანიზაციის განვითარებაში
დადგენილების ნომერი №285 (დანართი №258)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ნოდარ ბელქანია, პროფესორი ფრიდრიხ გლაზლი (ავსტრია)
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები 75 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები 10 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
თავისუფალი კურსები 5 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანია სტუდენტებმა შეიძინონ შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები ორგანიზაციის განვითარებისა და კონსულტირების კომპეტენციათა ხუთ ურთიერთდაკავშირებულ სფეროში:
1. ინდივიდუალური კომპეტენცია: თვითშემეცნება, პროფესიული ქცევა, ეთიკა, განსაკუთრებული ინდივიდუალური რესურსების, საკონსულტაციო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი თვისებების, საკუთარი როლისა და ფუნქციების შეცნობა/განვითარება.
2. სოციალური კომპეტენცია: უნარ-ჩვევების განვითარება კრიტიკულ სიტუაციებში შესაბამისი, პროფესიული და ავთენტური რეაგირებისათვის.
3. კოგნიტური კომპეტენცია: თეორიული საფუძვლები ადამიანის ხატის, პიროვნების თეორიების, ორგანიზაციის თეორიების, სოციალური, სასწავლო და საკონსულტაციო პროცესების შესახებ.
4. ტექნიკური კომპეტენცია: კონცეფციები, მეთოდები, დაგეგმვის პრაქტიკული ტექნიკა, ორგანიზაციებში პროცესუალურ ცვლილებათა განხორციელება და მათი ევალუაცია.
5. პრაქტიკული კომპეტენცია: პროექტის მენეჯმენტი, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება და გამოცდილების გაცვლა სტუდენტებს ინტერვენციულ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს, რათა მათ სტრატეგიების პრაქტიკული განხორციელება, ასევე კონკრეტულ სიტუაციებში მეთოდებისა და ტექნიკის მოდიფიცირება შეძლო
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები
• ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრის დიპლომი
• გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე (სერთიფიკატი ან გამოცდა)
• წერითი გამოცდა სპეციალობაში
• გასაუბრება სპეციალობაში
• საერთო სამაგისტრო გამოცდა
ცოდნა და გაცნობიერება
სტუდენტებმა იღრმავებენ ცოდნას ორგანიზაციის განვითარებისა და კონსულტირების სფეროში. აცნობიერებენ მასში არსებულ პრობლემებს. იღებენ უახლოეს მეთოდებზე დამყარებული ცოდნას ორგანიზაციის ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური თუ ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ. სწავლობენ ორგანიზაციის განვითარების ფზებს და მათ გამოყენებას, კონსულტირების მეთოდებს, კვლევის მეთოდებს, რაც აძლევს არსებული ცოდნის სიღრმისეული ანალიზის და არსებული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას.
ცოდნის პრაქტიკაში გაცნობიერების უნარი
• ურსდამთავრებულს შეუძლია ორგანიზაციის განვითარების სფეროში დამოუკიდებელი სამუშაოების ჩატარება;
• ფლობს არსებული ცოდნის გაფართოების და ახალი საკონსულტაციო მეთოდების შექმნის შესაძლებლობას;
• აქვს სიტუაციის დამოუკიდებლად გაანალიზების, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების და პრობლემის გადაჭრის უნარი;
• დამოუკიდებლად შეუძლია ნებისმიერ, მათ შორის მრავალპროფილიან ორგანიზაციებში ეფექტური მუშაობა;
• აქვს უნარი იკვლიოს ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია. უახლესი და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, დაადგინოს მათი განვითარების დონე და ჩაუტაროს მათ სრულფასოვანი კონსულტაცია;
დასკვნის უნარი
სტუდენტების შეუძლიათ გარკვევით და დასაბუთებულად წარმოაჩინონ თავიანთი მოსაზრებები ნებისმიერი ინფორმაციის, კვლევის მეთოდებისა თუ კვლევის შედეგების შესახებ. მათ აქვთ უნარი კრიტიკულად გაანალიზონ ორგანიზაციის განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია. შეუძლიათ სხვადასხვა ინფორმაციის და კვლევის მონაცემების ანალიზი და სინთეზი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე.
კომუნიკაციის უნარი
შეუძლიათ არსებული და ახალი ცოდნის ურთიერთმიმართების დასაბუთებულად და ნათლად წარმოჩენა როგორც აკადემიურ, ასევე პროფესიულ საზოგადოებასთან. მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიებში, როგორც პირადად, ასევე ელექტრონულად. შეუძლიათ ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია აუდიტორიასთან. ითვალისწინებენ ეთიკის ნორმებსა და საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევებს.
სწავლის უნარი
უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე აქვთ ახალი იდეების განვითარების უნარი სწავლისა და პროფესიული საქმიანობის პროცესში. აქვთ უნარი გაიაზრონ და აითვისონ ორგანიზაციის განვითარებასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია და კვლევის შედეგები. არიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულნი და შეუძლიათ პროფესიული სრულყოფის გზების დამოუკიდებლად შემუშავება.
ღირებულებები
• შეუძლია პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა;
• აქვს განსხვავებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასების და პატივისცემის უნარი;
• ფლობს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციისთვის ინტერპერსონალური კომპეტენციებს;
• შეუძლია ორგანიზაციის განვითარებისათვის აუცილებელი ინოვაციების შემოტანა და დანერგვა საქართველოში;
დასაქმების სფეროები:
სამაგისტრო პროგრამის მონაწილენი კვალიფიცირდებიან როგორც კონსულტანტები ორგანიზაციის განვითარების და კრიზისის მენეჯმენტის დარგში და შეუძლიათ დასაქმდნენ ნებისმიერ სასწავლო, კვლევით, მომსახურეობით და საწარმოო ორგანიზაციაში, ასევე არასამთავრობო სექტორში ორგანიზაციის განვითარების კონსულტანტად.