Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეთოთხმეტე ნომრისთვის

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ (sjss.tsu.ge) აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეთოთხმეტე ნომრისთვის.

ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს ერთი ან ორი, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის/კურსდამთავრებულის მიერ შესრულებულ სტატიას. 

სტატია განსახილველად მიიღება მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში. ამისთვის სტატიის გამოგზავნისას ხელმძღვანელი უნდა ჩასვათ მიმოწერაში (CC-ში), სადაც მან უნდა დაადასტუროს თავისი თანხმობა.   

რედაქციაში შემოსული სტატია ან მისი ნაწილი ჟურნალში მიღებამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება განხილვიდან და ავტორის მიერ მოწოდებული სხვა ტექსტები შემდგომში აღარ მიიღება. ერთ ნომერში შეიძლება გამოქვეყნდეს სტუდენტის მიერ ინდივიდუალურად ან თანაავტორობით შესრულებული ერთი სტატია. 

რედაქცია გამოსაქვეყნებლად მიიღებს 2500-დან და 4000 სიტყვამდე (დანართისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით) მოცულობის ტექსტს.

ჟურნალში წარმოდგენილი სტატია გაივლის შიდა რეცენზირებას საუნივერსიტეტო სივრცის შესაბამისი დარგის პროფესორთან. გამოქვეყნებამდე ავტორს, შესაძლოა, რამდენჯერმე მოუხდეს სტატიის გადამუშავება.
სტატიები მიიღება 2021 წლის 24 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: sjss@tsu.ge. სათაური ველში მიუთითეთ „სტატია გამოქვეყნებისთვის“.
დაგვიანებით ან მითითებული ინსტრუქციის გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება.

საკონტაქტო პირები:

თეონა მატარაძე  
ელფოსტა: teona.mataradze@tsu.ge
ტელეფონი: 599 16 79 76

თეონა თაბუაშვილი 
ელფოსტა: teona.tabuashvili@tsu.ge
ტელეფონი: 558 000 689 

ინსტრუქცია ავტორთათვის
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია