Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“- 2022

23-24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში წარდგენილი პროექტის ფარგლებში თსუ-ის პირველ კორპუსში გაიმართება სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი - „ ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“. ფორუმის ფორმატით გათვალისწინებულია თსუ-ის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრების წარდგენა/ჩვენება. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ და დაინტერესებულ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას ინტერაქტიურ რეჟიმში გაუზიარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები.

პროგრამა