Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 2023 წლის 1 და 2 ივნისს, ტარდება სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია. 

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტს. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

 

კონფერენციაზე იმუშავებს სამი თემატური სექცია:

 

  • ახალგაზრდები თანამედროვე საქართველოში (სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები; განათლების ხარისხი; ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში);
  • რუსეთ-უკრაინის ომის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები საქართველოზე;
  • მოწყვლადი ჯგუფები და მათი გამოწვევები თანამედროვე საქართველოში.
     

მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა 20 მარტიდან 26 მარტის 18:00 საათამდე უნდა ატვირთოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: socpol.science@tsu.ge.

ელ.ფოსტის სათაურში მითითებული უნდა იყოს „IX საფაკულტეტო კონფერენცია“, მიმოწერაში ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც (ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი), რომელმაც საპასუხო წერილით მოხსენების რეკომენდაცია უნდა დაადასტუროს.

აბსტრაქტის შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 5 აპრილამდე.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge