Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის საახალწლო მილოცვა

ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო, მეგობრებო! 
ცოტაც და კიდევ ერთ წელს მიითვლის ისტორია, წელს რომელიც მეტად უჩვეულო იყო. კორონას „გაკვეთილები“ მწარედ იწვნია დღევანდელმა სამყარომ.   შექმნილმა ვითარებამ საუნივერსიტეტო ცხოვრებასაც დააჩნია კვალი და ვირტუალურ აუდიტორიებში გადავინაცვლეთ, დისტანციური გახდა ურთიერთობაც. მაგრამ, ვგონებ ახლა უფრო დავაფასეთ ერთმანეთი, ის ყოველდღიურობა, ადრე მხოლოდ რუტინად რომ გვეჩვენებოდა; გაგვიმძაფრდა მონატრების გრძნობა, ტკბილად ვიგონებთ საუნივერსიტეტო ცხოვრების ბედნიერ ხანას...


მინდა, რომ 2021 წელს ყველაზე სანუკვარი ოცნება აგვისრულდეს  და უსაფრთხო, მშვიდობიან სამყაროში დავბრუნდეთ კვლავ, გავიხაროთ ერთმანეთის ნახვით და დავაფასოთ ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი. იქნებ, მართლაც უკეთესისკენ შემობრუნების სიმბოლოდ იქცეს ჩვენთვის  ეს 2021 წელი - ბედნიერი და წარმატებული აღმოჩნდეს თითოეულისთვის. 


გისურვებთ, გეცხოვროთ და გეღვაწოთ ისეთ გარემოში, სადაც  ყველა პირობა გექნებათ თქვენი ჩანაფიქრის, კეთილი წამოწყების, სასარგებლო საქმეების განხორციელებისთვის.


ამ სურვილებით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ბედნიერ წელთა სიმრავლე დაგბედებოდეთ!

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გილოცავთ დამდეგ ახალ-წელს!