Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ატვირთვის ინსტრუქცია

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს   დოქტორანტების სამეცნიერო- კვლევითი პროექტებისა და სემინარების პლაგიატზე შემოწმებას პროგრამა „Turnitin”- ის მეშვეობით. პროგრამა მიბმულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალთან e-learning.tsu.ge.
დოქტორანტებს მოეთხოვებათ ნაშრომების ატვირთვა როგორც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდზე, ისე ელექტრონული სწავლების პორტალზე (ბმულები იხილეთ ქვემოთ) 2020 წლის 6 იანვრიდან 21 იანვრის 18 საათამდე.
გაითვალისწინეთ! ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელფოსტით. თუ არ იცით ელფოსტის სახელი და/ან პაროლი, უნდა მიმართოთ თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირველი კორპუსის 05 ოთახში.
დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სემინარების პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით ატვირთვის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართში.
 
ფაკულტეტის ვებგვერდზე ატვირთვის ბმული:
 
ელექტრონული სწავლების პორტალზე ატვირთვის ბმული:
http://e-learning.tsu.ge/ (მიჰყევით თანდართული საპრეზენტაციო ფაილის ინსტრუქციას)
 
გისურვებთ წარმატებას!