Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საბაკალავრო ნაშრომების პლაგიატზე შემოწმება

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს  საბაკალავრო ნაშრომების შემოწმებას პლაგიატზე პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით. პროგრამა მიბმულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალზე   e-learning.tsu.ge

 

ბაკალავრიატის სტუდენტებს საბაკალავრო ნაშრომების ატვირთვა ელექტრონული სწავლების პორტალზე პლაგიატზე შესამოწმებლად გაიხსნება 19 ივნისს და დაიხურება 24 ივნისს დილით 10:00საათზე

 

გაითვალისწინეთ! ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელფოსტით. თუ არ იცით ელფოსტის სახელი და/ან პაროლი, უნდა მიმართოთ თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირველი კორპუსის 05 ოთახში.

 

საბაკალავრო ნაშრომის პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით ატვირთვის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართში.

ატვირთვის ინსტრუქცია

 

გისურვებთ წარმატებას!