Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ! გამოცხადდა კონკურსი პროგრამისათვის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს"

პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №356/01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №356/01-01 ბრძანების საფუძველზე, პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში მედიცინის ფაკულტეტიდან დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე 50 სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წინა სემესტრის მანძილზე მიღებული ქულების შედეგების გათვალისწინებით.

საკონკურსო საბუთები მიიღება ხელზე მოტანით! ასევე

სავალდებულოა!  ყველა კონკურსანტმა პირადობის მოწმობის ასლი და „საქართველოს ბანკის“  ანგარიშის ნომრის ამონაწერი გამოგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: tsiala.giorgadze@tsu.ge

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პირადი განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. წინა სემესტრის განმავლობაში (2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე) საქართველოში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა) ასეთის არსებობის შემთხვევაში (შერჩევის პროცესში მხედველობაში არ იქნება მიღებული ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ვერ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური  კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი).

4. გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო ნაშრომი, ასევე, გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე), რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი დოკუმენტით;

5. იმ სტუდენტებმა, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრში სასწავლებლად იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6. „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი (საქართველოს ბანკიდან);
 

დოკუმენტაცია მიიღება  2022 წლის 2 დეკემბრიდან 7დეკემბრის  ჩათვლით, 17 სთ-მდე. დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!

დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!!!

კონკურსანტის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მის მიერ წინა სემესტრში (საანგარიშო პერიოდი) მიღებული აკადემიური მოსწრებისა და სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობის შედეგები.

თუ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ იქნება მითითებული ზუსტი თარიღი, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნას ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი

 

კომისია ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილია კონკურსანტისაგან განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. თუ მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღის ვადაში კონკურსანტის მიერ არ იქნა ხარვეზი გამოსწორებული, კომისია განუხილველად ტოვებს განაცხადს.

შერჩევის პროცესში მხედველობაში არ იქნება მიღებული ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ვერ დგინდება სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის ან/და სამეცნიერო სტატიის შესაბამისობა ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან.

 კონკურსში მონაწილეობის უფლება

1. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს:

ა) რომელსაც როგორც წინა სემესტრში (საანგარიშო პერიოდი), ისე განცხადების წარდგენის მომენტში ჰქონდა თსუ-ში აქტიური სტუდენტის სტატუსი;

ბ) რომელიც წინა სემესტრში იმყოფებოდა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე.

2. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმ სტუდენტს:

ა) რომელიც სწავლობს დამატებით სემესტრში;

ბ) რომელსაც წინა სემესტრში ჰქონდა 30 კრედიტზე ნაკლები.

გ) 80 ქულაზე ნაკლები რომელიმე საგანში.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 595 92 93 85

გისურვებთ წარმატებას!