Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველი დახმარების ტრენინგი

თსუ მედიცინის ფაკულტეტის, აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, საბაზისო მედიცინის დეპარტამენტისა და სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯია“-ს ორგანიზებით გაიმართება პირველი დახმარების ტრენინგი. ტრენინგი მოიცავს ორ სესიას:

  • აბიტურიენტებისთვის - 27 ივნისი, 11:00 სთ;
  •  სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (მედიცინის ფაკულტეტის გარდა) -  4 ივლისი, 11:00 სთ.

 თითო სესიის ხანგრძლივობა 4-5 საათი.

 

ტრენინგი ჩატარდება კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების სრული დაცვით. დამსწრეთა რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია - თითო სესიაზე დაშვებულია მხოლოდ 10 მონაწილე. ტრენინგში მონაწილე პირებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ტრენინგი უფასოა.

 ტრენინგს უძღვება: ნინო აგლაძე - მედიცინის დოქტორი, მედიქლაბჯორჯიას სასწავლო რესურს ცენტრის LRC ინსტრუქტორი/ტრენერი.

 

ნინო აგლაძე არის, ასევე:

  •  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების კათედრა;
  •  ამერიკის გულის ასოციაციის ტრენერი;
  •  ამერიკის ქირურგთა კოლეგიის ტრენერი.

 

ტრენინგი მიზნად ისახავს აბიტურიენტებსა და სტუდენტებში პირველი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; ექსტრემალურ სიტუაციაში სწორ და სწრაფ რეაგირებას; ადეკვატური პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას დაზარალებულისთვის. ასევე, აბიტურიენტებში ინტერესის გაღვივებას თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის შესახებ.

 

ტრენინგი მოიცავს პირველი დახმარების ძირითად საკითხებს:

  •  პირველი დახმარების საფუძვლები
  •  დაზარალებულის შეფასება შემთხვევის ადგილზე
  •  უსაფრთხო მდებარეობა
  •  გულ-ფილტვის რეანიმაცია
  •  პირველი დახმარება სასუნთქი გზების დახშობის დროს
  •  სისხლდენები და მათი შეჩერების მეთოდები
  •  კიდურების ტრავმული დაზიანებები, იმობილიზაციის მეთოდები
  •  პირველი დახმარება დამწვრობის დროს
  •  სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობები (გულის წასვლა, ინსულტი, გულის შეტევა, კრუნჩხვა, დიაბეტი და ანაფილაქსია)

 

 გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია გვერდზე - ლინკი

 ეწვიეთ საზოგადოების გვერდზე განთავსებულ პოსტს

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 

  • E-mail: ssstsumd@tsu.ge
  • ტელ: 571 11 10 14 (გვანცა გამცემლიძე), 558 53 73 80 (პინილოპა სავიდი).