Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამის „სტომატოლოგია“ მიმართულების სტუდენტთა საყურადღებოდ

თსუ მედიცინის ფაკულტეტსა და  ტაფტის (ბოსტონი, აშშ) უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ სკოლას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში 2025 წლის 31 მარტიდან 2025 წლის 11 აპრილის ჩათვლით თბილისიდან ბოსტონში გაემგზავრება კონკურსის შედეგად შერჩეული 5 სტუდენტი. გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსებაზე პასუხისმგებელია თავად სტუდენტი.

სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმებია:

1. მე-2, მე-3, მე-4 ან მე-5 კურსის სტუდენტები იმ გამონაკლისით, რომ მე-5 კურსის სტუდენტისთვის არ უნდა იყოს ბოლო (მე-10) სასწავლო სემესტრი;

2. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (დონის შემოწმება მოხდება გასაუბრების საფუძველზე);

3. მოკლე სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);

4. GPA-ის წარმოდგენა (სტუდენტური ბარათის ფოტო საკმარისი იქნება. მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტს შეარჩევს თავად კომისია ).

კომისიის შემადგენლობა:

პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი

პროფესორი რუსუდან ივანიშვილი

ასოცირებული პროფესორი ნატალია მანჯავიძე.

დოკუმენტების ატვირთვა იწარმოებს მეილზე : vladimer.margvelashvili@tsu.ge 2025 წლის            23 იანვრის 18 საათამდე.

კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 24 იანვარს 13:00 საათზე 133-ე ოთახში (ბელიაშვილის ქ.78, მორფოლოგიის ინსტიტუტის შენობა).