Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს კონკურსს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს კონკურსს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

განაცხადებების მიღება იწარმოებს 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით  10:00 სთ-იდან 18:00 სთ-მდე ინსტიტუტის შენობაში, თბილისი, ბელიაშვილის 78, მე-2 სართული.

დირექტორის არჩევა მოხდება ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე 2023 წლის 28 თებერვალს.

არჩეული დირექტორის კანდიდატურა თსუ აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად  წარედგინება  არა უგვიანეს 1 მარტისა.

დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 22 ივნისის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 22.06.2016წ. და დადგენილება №20/2018, 5 თებერვალი, 2018)

დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველი კონკურსში მონაწილეობისათვის ვალდებულია წარმოადგინოს:
  • განცხადება  ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
  • დოქტორის აკადემიური ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV) - სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობის გამოცდილების, სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის და გამოქვეყნებულ ნაშრომთა ამსახველი ინფორმაციით;
  • ინსტიტუტის შემდგომი განვითარების კონცეფცია.
  • ცნობა  ნასამართლობის  შესახებ  („უმაღლესი  განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);

ვადის და პირობების დარღვევით წარმოდგენილი საბუთები რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

დამატებითი ინფორმაციია კონკურსის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში.