1. თსუ რექტორის 2021 წლის 8 ივნისის №80/01-01 ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 102 სტუდენტით
(მიღებულია 277 განაცხადი).
2. იმ შემთხვევაში, თუ დასაფინანსებელთა სიაში ბოლო პოზიციაზე გამოიკვეთა ერთნაირი მონაცემების მქონე ორი ან მეტი კანდიდატი, შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს უფრო მაღალი GPA.
3. პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, 17 ივნისს 14 საათამდე განაცხადი უნდა გამოიგზავნოს lms.tsu.ge ბაზის გრაფიდან „სტიპენდიები და სახელმწიფო დაფინანსება“ ან დაუკავშირდით იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ქბ-ნ გენრიეტა ჯოხაძეს ტელეფონის ნომერზე 577211335;
იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ არ იქნა პრეტენზია მიღებული, საკითხს განიხილავს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია. განაცხადი უნდა გამოიგზავნოს lms.tsu.ge ბაზის გრაფიდან ,,მისწერე დეკანს“.
გისურვებთ წარმატებებს!