2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რეგისტრირებული სამაგისტრო ნაშრომების ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვის და წარმოდგენის ვადები
სამართლის , საერთაშორისო სამართლის და მიგრაციის მართვის სტუდენტებისთვის!
- სამაგისტრო ნაშრომის საბოლოო ვერსია უნდა აიტვირთოს E-Learning პროგრამაში. ყველა პროგრამის (სამართალი, საერთაშორისო სამართალი, მიგრაციის მართვა) სტუდენტებისთვის გაიხსნება გრაფა „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება მაგისტრატურისთვის - საბოლოო ვერსია“ , 10 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით , 18:00 სთ.მდე.
- სამაგისტრო ნაშრომის მატერიალურად წარმოდგენა: 25 და 26 ივნისი.
მისამართი: თსუ II აკადემიური კორპუსი, 111-ე ოთახი .
სამუშაო საათები : 09:30 – 17:30 , შესვენება : 13:00-14:00
მაგისტრანტმა ფაკულტეტს უნდა წარუდგინოს:
- სამაგისტრო ნაშრომი აკინძული;
- ნაშრომის ელექტრონული ვერსია (Word და PDF ფორმატი) CD დისკზე ჩაწერილი;
- ID ბარათის, ან პასპორტის ასლი;
- დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ (ფორმა)
- სამაგისტრო ნაშრობის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა)
- ხელმძღვანელის წერილობითი და ხელმოწერილი დასკვნა სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე; *
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი); აღნიშნული ეხება, მათ ვისაც წარმოდგენილი არ აქვთ ბაკალავრის დიპლომის და დანართის შესაბამისად დამოწმებული ვერსია.
*ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარეშე არ მიიღება სამაგისტრო ნაშრომები!
გთხოვთ, გაეცნოთ:
სამაგისტრო პროგრამათა სტუდენტების ავტორობით შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების სავალდებულო შემოწმება ხორციელდება პროგრამა “Turnitin”-ის საცდელი და საბოლოო შემოწმების ფუნქციათა გამოყენებით, რომელიც ებმის თსუ “E-Learning”-ის სასწავლო ბაზას. პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტური ელ. ფოსტით რეგისტრაციის შემდეგ.
“Turnitin”-ის პროგრამით აღმოჩენილი დამთხვევების შინაარსობრივ შესწავლას უზრუნველყოფს სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით:
- თსუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 13 მაისის №37/2020 დადგენილებით მიღებულ „სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტს“;
- იხ. დამატებითი განმარტება პროგრამა “Turnitin”-ის სარგებლობის თაობაზე (ხშირად წამოჭრილი პრობლემები).
- “Turnitin”-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი
კითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ელ. მისამართზე: zurab.bitcholashvili@tsu.ge
- სამაგისტრო ნაშრომის თავფურცელი (სატიტულო გვერდი)