სამართლის საბაკალავრი პროგრამა - 150 ვაკანტური ადგილი;
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამა-10 ვაკანტური ადგილი;
მიგრაციის მართვა სამაგისტრო პროგრამა-5 ვაკანტური ადგილი;
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
- სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა.
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
- სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა.
თსუ–ის რექტორის 22.01.2025 წლის N:8 /01-01 ბრძანების თანახმად განისაზღვრა 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები:
- შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა 6 - 12 თებერვალი.
- შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 13 თებერვალი.
- საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება -13 -17 თებერვალი.
- საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან ხელშეკრულების გაფორმება - 18-19 თებერვალი.
შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
- სტუდენტი შიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
- სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.
სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე - 18-19 თებერვალს;
შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.
გისურვებთ წარმატებებს!