2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ № 182/01-01, 06.08.2023).
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები
- დოკუმენტაციის მიღება - 21 აგვისტო - 30 აგვისტო;
- გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 18-19 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20 - 22 სექტემბერი;
- საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა. განცხადება (1) თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ. განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ. ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (ფორმა);
ზ. სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ. ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ნ. სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა. განცხადება (2).
საკონტაქტო ინფორმაცია:
დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ასევე, მატერიალური სახით მისამართზე - თსუ-ს II კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტი, ოთახი 115, 10:00სთ-17:00სთ;
დოქტორანტურის კოორდინატორი: 577-17-07-55