Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

სს “თელასის” ოფიციალური განცხადების შესაბამისად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის უმეტეს რაიონში. აქედან გამომდინარე, იურიდიულმა ფაკულტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სემინარებზე რეგისტრაცია დაიწყება 4 მარტს, 18 საათზე.


 
მიაქციეთ ყურადღება, რომ სალექციო/სასემინარო ცხრილში შევიდა გარკვეული ცვლილებები, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტთა ნაწილს დისციპლინა “საერთაშორისო სამართლის ძირითადი დარგები” ემთხვეოდა სხვა სავალდებულო საგნის ლექციას, შეიცვალა ლექციის ჩატარების დრო - დისციპლინა ჩატარდება სამშაბათს 09:00 საათზე. 


ასევე, დისციპლინებს - სისხლის სამართლის პროცესი (კერძო ნაწილი), ასოცირებული პროფესორი ირინა აქუბარდია, სემინარის ხელმძღვანელი: მოწვეული ლექტორი ირაკლი ლუხოშვილი და საერთაშორისო საჯარო სამართალი, პროფესორი: დავით პატარაია, სემინარის ხელმძღვანელი: მოწვეული ლექტორი ნიკოლოზ მელქაძე, - დაემატა ახალი სასემინარო ნაკადები. (იხ. განახლებული  ცხრილი). 

 

იმ სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებიც მიმდინარე სემესტრში აუმჯობესებენ საგნებს, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური მიზეზით ვერ დარეგისტრირდნენ შესაბამისი დისციპლინის სასემინარო ნაკადზე, გთხოვთ მოგვმართოთ LMS.TSU.GE საჩივრის გრაფიდან და ჩვენ დავეხმარებით სემინარებზე რეგისტრაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ სემინარების  არჩევისას ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან გაცნობებთ, რომ სემინარების გახსნისას, შესაძლოა, დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო საგანს (სასემინარო ნაკადების გასაწონასწორებლად), ამდენად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მათზე რეგისტრაციაც.

 

ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად. რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ენათა ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან დოლიძეს (ტელ.: 599538474).

 

ფაკულტეტი იმედოვნებს, რომ სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით). თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა  ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში, რეგისტრაციის შეცვლის გარეშე. სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ Lms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები. ყველა განცხადება განიხილება 13 მარტის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა. 

 

ბაზა საბოლოოდ 9 მარტის 12 საათზე დაიხურება.