Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კონფერენცია ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში

8 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, რომელიც იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) მხარდაჭერით, სტუდენტური კონფერენცია - „საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების მნიშვნელობა ეთნიკურ/ეროვნულ/რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის სფეროში“ ჩაატარა.   ღონისძიების მარდამჭერები არიან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის   ოფისი (OHCHR) სამხრეთ კავკასიაში და დიალოგის ინსტიტუტი, ფილადელფიის უნივერსიტეტი   (აშშ).

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 15 სტუდენტებმა, რომელთა შორის გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტაციები, რომელთა ავტორები არიან:

პირველი ადგილი - ელიზაბედ კაკაბაძე და სოფო ინაშვილი

მეორე ადგილი   - სულიკო ჟღენტი და მარიამ ცაგურია

მესამე ადგილი - ანა ასათიანი და ელიზაბედ აფაქიძე; თამარ გობეჯიშვილი და ანა ჩხეიძე.

კონფერენციას უძღვებოდნენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორები - ირინე ქურდაძე და კონსტანტინე კორკელია,   გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის   ოფისი სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენელი - ბესარიონ ბოხაშვილი და სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, მოწვეული ლექტორი მერი კაპანაძე.

 

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი კონფერენციის თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის ჩართულობისათვის.