Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში

 

ცხადდება სტაჟირების კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, შემდგომში დეკანის აპარატის სტაჟიორის პოზიციაზე. 
სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების მონაწილეობას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების საქმიანობაში. სტაჟირების შედეგად სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სტუდენტთა მომსახურების საქმიანობის სპეციფიკას და ჩაერთონ ამ მიმართულების სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში. 
 
ძირითადი ინფორმაცია:
•    სტაჟირების ხელმძღვანელი: თამარ ზარანდია / თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
•    მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 3 (სამი)
•    სავალდებულო მოთხოვნები
-    იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
-    კარგი აკადემიური მოსწრება.

 


•    სტაჟირების ფორმატი: არადისტანციური  
•    სტაჟიორის ფუნქციები
-    სტუდენტთა მომსახურების პროექტების საორგანიზაციო და ტექნიკური მხარდაჭერა;
-    სტუდენტთა მომსახურების საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და უშუალო ჩართულობა.

 


•    სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 (ოთხი) თვე (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) 
•    სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი 
•    სარეგისტრაციო დოკუმენტები
დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელ-ფოსტაზე უნდა ატვირთოს:
-    ამონაწერი სასწავლო ბარათიდან
-    სამოტივაციო წერილი 
-    CV  

 


•    განაცხადები მიიღება ელ-ფოსტაზე: irakli.leonidze@tsu.ge 
Subject-ში მიუთითეთ „სტაჟირება“
•    განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 ივნისი