გაცნობებთ, რომ ცხადდება სტაჟირების კონკურსი საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტში. ინსტიტუტი დაფუძნებულია იურიდიულ ფაკულტეტზე და მისი ხელმძღვანელია: სამართლის დოქტორი, პროფესორი ნანა ჭიღლაძე.
სტაჟირების მიზანია ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართვა, მათი უნარ-ჩვევების განვითარება და ინსტიტუტის სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა.
- სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო (მე-3 სემესტრიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები
- სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული
- სტაჟიორის ფუნქციები: ინსტიტუტის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ღონისძიებების, მათ შორის კონფერენციების დაგეგმვა/ჩატარება, მიმდინარე/ახალი პროექტების მხარდაჭერა და სხვა
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
- სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
- დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელფოსტაზე უნდა გამოგზავნოს:
- CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
- სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე
- განაცხადები მიიღება ელფოსტაზე: nana.chighladze@tsu.ge
- სათაურის ველში მიუთითეთ: სტაჟირება
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი
კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, დოკუმენტების შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე.