სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს.
სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების მონაწიოლეობას.
სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის მინიმუმ მე-6 სემესტრის სტუდენტი; ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი.
სტაჟირება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით
სტაჟირების ხელმძღვანელი: კონსტანტინე კორკელია, სამართლის დოქტორი, პროფესორი
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 5
სავალდებულო მოთხოვნა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცოდნა
სტაჟირების ფუნქციები: ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ კრებულისათვის სამეცნიერო სტატიის მომზადება; კვლევითი დახმარება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით
დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:
- CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
- სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე
რეგისტრაცია შესაძლებელია 15 დეკემბრის ჩათვლით
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: ili@tsu.ge