Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ კონსტანტინე კორკელიას დამსახურებული აღიარება



დასრულდა 2020 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული.
საუნივერსიტეტო კვირეულს მხარს უჭერს USAID-ის დაფინანსებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).
კვირეულის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტებმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩაატარა, რომელიც ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
კვირეული სრულდება დღეს, 10 დეკემბერს, და ტრადიციისამებრ მონაწილე უნივერსიტეტების მიერ ხდება იმ პირის გამოვლენა, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებების სამართლის მეცნიერების განვითარებაში.
მოხარულები ვართ, რომ კვირეულში მონაწილე უნივერსიტეტების გადაწყვეტილებით, წელს აღნიშნული ჯილდო გადაეცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორს, კონსტანტინ კორკელიას. ბატონი კონსტანტინე კორეკელია 14 წელია, რაც ადამიანის უფლებების ყოველწლიური სტატიათა კრებულის რედაქტორია. იგი ასევე არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი და სხვადასხვა დროს იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში. პროფესორი კონსტანტინე კორკელია არის ლატვიის პრეზიდენტის სამი ვარსკვლავის ორდენის (ლატვიის უმაღლესი ჯილდო) კავალერი ლატვიასა და საქართველოს შორის ურთიერობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. მისი გამორჩეული საქმიანობით პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებების სამართლის მეცნიერების განვითარებაში.


ვულოცავთ პროფესორ კონსტანტინე კორკელიას დამსახურებულ ჯილდოს  და ვუსურვებთ  შემდგომ წარმატებებს.


•    კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული 2020 წლის სტატიათა კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა და სახელმწიფოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია“ პრეზენტაცია. სტატიათა კრებულის გამოცემა დაიწყო 14 წლის წინ და ყოველ წელს მიმდინარე წლის აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.


გამოცემის დღიდან, კრებულის რედაქტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე კორკელია.
2020 წლის სტატიათა კრებული შეგიძლიათ იხილოთ აქ.