Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნიურმბერგის საერთაშორისო იმიტირებული პროცესი


საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს მონაწილეობის მსურველთა შერჩევას ნიურმბერგის საერთაშორისო სისხლის სამართლის 2022 წლის იმიტირებული პროცესისთვის (Nuremberg Moot Court / NMC 2022), რომელიც გაიმართება 2022 წლის ივლისში, ონლაინ ფორმატში.


NMC 2022 არის სიმულირებული სასამართლო პროცესი, რომელიც მოიცავს ჰიპოთეტური საქმის პროცედურული და არსებითი საკითხების განხილვას „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“ ფორმატში, დაცვისა და პროკურორის პოზიციებიდან.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და სამართლის პროგრამების ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი მიმდინარე (2021/2022 შემოდგომის) და მომავალ (2021/2022 შემოდგომის) სემესტრებში და ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.


შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:
1. შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული განცხადება (ფორმა თან ერთვის) არაუგვიანეს 2022 წლის 8 იანვრის 18:00 საათისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე: ili@tsu.ge (Subject-ში მიუთითეთ: “Nuremberg Moot Court”).
2. გამოგზავნილი განცხადებების საფუძველზე მოხდება სტუდენტების შერჩევა შემდეგი ეტაპისათვის, რომელიც ჩატარდება 2022 წლის 10 იანვარს ზეპირი გასაუბრების ფორმით (Zoom პლატფორმის გამოყენებით), ინგლისურ ენაზე (გასაუბრების ეტაპზე გადასულ სტუდენტებს გაეგზავნებათ დამატებითი ინფორმაცია).


გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტებისგან დაკომპლექტდება ნიურმბერგის საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესში თსუ-ს სახელით მოასპარეზე გუნდი. გუნდის შემადგენლობაში ნებადართულია მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 წევრის ყოფნა.


შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ili@tsu.ge
ნიურმბერგის საერთაშორისო სისხლის სამართლის 2022 წლის იმიტირებული პროცესის წესების გაცნობა შესაძლებელია აქ.