Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის" ტრენერთა ტრენინგი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის“ ფარგლებში ცხადდება ტრენერთა ტრენინგი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის.

 

ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ წამყვანი პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი იურისტებისგან მოისმინონ ლექციები შემდეგ თემებზე:

 

  • „ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობა და საერთაშორისო სტანდარტები“;
  • „იუსტიციის სამინისტროს როლი სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაში“;
  • „ ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები“;
  • „არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა სისხლის სამართალში“;
  • „პერსონალური მონაცემების დაცვა და არასრულწლოვნები“;
  • „ ბულინგი სკოლებში და მისი პრევენცია“;
  • „ბავშვის დაცვა ოჯახში ძალადობისგან“;
  • „არასრულწლოვანი მოწმე და დაზარალებული სასამართლო პროცესში“;
  • „არასრულწლოვანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში“;
  • „თავისუფლება და თავისუფლებიდან გაქცევის მექანიზმები“ (ფსიქოლოგი).

ტრენერთა ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე, CV-ის საფუძველზე შეირჩევიან სტუდენტები. მეორე ეტაპზე გადასული სტუდენტები გასაუბრებას გაივლიან კომისიასთან.

 

ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად აირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე, რომლებსაც გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

ტრენინგები გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2023 წლის 20-25 თებერვალს.

 

ტრენინგების დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებისთვის ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. ტესტირების საფუძველზე გამოვლინდება რვა საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი, რომლებიც პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად, 2023 წლის მარტის თვეში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ თბილისის, გორის, ლაგოდეხის და ბათუმის სკოლის მოსწავლეებთან. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ფარგლებში საჭირო ტრანსპორტირება და განთავსება უზრუნველყოფილია პროექტის ფარგლებში.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

CV;

 

სამოტივაციო წერილი;

 

წარმოსადგენ დოკუმენტაციაში აუცილებელია მიუთითოთ სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, სემესტრი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა).

 

დოკუმენტაციის მიიღება იწარმოებს 2023 წლის 14 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ.მისამართზე: ttscientificsociety@gmail.com

 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

 

995 599 77 18 94; +995 595 85 30 90, +995 577 28 31 33.