Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას

 

სასწავლო პროცესი - სალექციო მეცადინეობები,  იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 1 მარტს, ხოლო სასემინარო მეცადინეობები - 9 მარტს, ამ ეტაპზე მიღებული საუნივერსიტეტო გადაწყვეტილების შესაბამისად, ონლაინ რეჟიმში.

 

სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება 1 მარტს 17 საათზე.  სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 4 მარტის 17 საათიდან. ამ დროიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება საგნებზე ნაკადის შეცვლა და სხვა ცვლილებების განხორციელება. მიაქციეთ ყურადღება, რომ 2 მარტის 12 საათიდან ბაზა გაითიშება სასემინარო სამუშაოების დასაგეგმად და კვლავ გაიხსნება სემინარების არჩევისას. ბაზა საბოლოოდ 9 მარტის 12 საათზე დაიხურება.

 

სემინარების  არჩევისას ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან გაცნობებთ, რომ სემინარების გახსნისას, შესაძლოა, დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო საგანს (სასემინარო ნაკადების გასაწონასწორებლად), ამდენად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მათზე რეგისტრაციაც.
ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად, შესაბამისად, უცხო ენათა ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს უცხო ენათა ცხრილების შეთავაზებას სასემინარო განრიგთან ერთად. რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ენათა ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან დოლიძეს (საკონტაქტო ტელ.: 599538474).

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ სტუდენტთა ნაწილს რეგისტრაციის პროცესში რამდენიმე არჩევით დისციპლინაზე შეექმნა ტექნიკური პრობლემა, აქედან გამომდინარე, ფაკულტეტის გადაწყვეტილებით, არსებულ სასწავლო საგნებს - „ადმინისტრაციული სამართალდარღვევა“ (ხუთშაბათი, 19:00 სთ., მოწვეული ლექტორი ოთარ ჩახუნაშვილი), „პერსონალური მონაცემების დაცვის სამართალი“ (შაბათი, 14:00 სთ., მოწვეული ლექტორი ოთარ ჩახუნაშვილი) და „სასჯელის შეფარდება“ (ხუთშაბათი, 11:00 სთ., მოწვეული ლექტორი ედიშერ ფუტკარაძე) დაემატა თითო ახალი ნაკადი,  რომლებზეც რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 1 მარტს, 17 საათზე.

 

მიაქციეთ ყურადღება, რომ ცხრილი ისეა შედგენილი, რომ სტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს  სავალდებულო საგნების ლექციები არ ემთხვევათ იმავე სემესტრის სხვა სავალდებულო საგნებს ან სემინარებს. არასტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართული, მობილობით გადმოსული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დამთხვევების რისკი მეტია, მაგრამ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია 102 (სავალდებულო/არჩევითი) დისციპლინა და დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურად შეუძლებელია. არჩევითი საგნის სავალდებულო დისციპლინასთან დამთხვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით დისციპლინაზე, რომელიც პროგრამის ფარგლებში მრავლადაა წარმოდგენილი.

 

ფაკულტეტი იმედოვნებს, რომ სტუდენტები შეძლებენ, სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით). თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა  ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში რეგისტრაციის შეცვლის გარეშე. სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ Lms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიის ელ. ფოსტაზე: chancellerylaw@tsu.ge, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი და შესაძლო გზები. ყველა განცხადება განიხილება 13 მარტის ჩათვლით, რა დროსაც, შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა. 

 

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!