Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

 

2020 წლის 14-15 ნოემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტური შეჯიბრი ადამიანის უფლებათა სამართალში: იმიტირებული სასამართლო პროცესები. 

შეჯიბრი ჩატარდა Zoom პლატფორმის მეშვეობით.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 7 გუნდი საქართველოს 3 უნივერსიტეტიდან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

14 ნოემბერს გაიმართა შეჯიბრის შესარჩევი რაუნდები. თითოეულ შეხვედრას აფასებდა 2 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია. მოსამართლეების შეფასებების საფუძველზე ნახევარფინალში გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის 1 გუნდი.

15 ნოემბერს ჩატარდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშები. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შემდეგი შემადგენლობით: მარიამ ჭიკაძე, მარიამ კახიძე, ნინო დანელიშვილი, მერაბ დობორჯგინიძე, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი. 

საუკეთესო მომხსენებლის სტატუსი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრმა - ნინო დოლუაშვილმა. 

შეჯიბრი განხორციელდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.