Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე

 

ესეების წარმოდგენის წესი
• ნაშრომი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ინდივიდუალურად, ბავშვთა უფლებათა დაცვასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ  აქტუალურ საკითხებზე.
• ესეების კონკურსში ნაშრომის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სემესტრის სტუდენტები.
• შესრულებული  ესეების  მიღება იწარმოებს  2022 წლის 15 ივნისიდან 19  აგვისტოს  ჩათვლით.
• ესეების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე:  giorgi.abuladze@tsu.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ - „ესეების კონკურსი“.


ესეების კრიტერიუმები:
• ესეში განხილული საკითხები უნდა იყოს აქტუალური, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ავტორის ორიგინალური ხედვა  არჩეული საკითხისადმი.  სამართლებრივი მსჯელობა უნდა აღემატებოდეს აღწერილობით  ნაწილს.
• ნაშრომი უნდა იყოს  სტრუქტურულად ჩამოყალიბებული. შინაარსობრივად უნდა გამოიყოს შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.
• ნაშრომში მითითებული  სამეცნიერო წყაროების საერთო რაოდენობის არაანაკლებ ½ უნდა შეადგენდეს დასავლურ ევროპულ ენებზე გამოქვეყნებულ ლიტერატურას, გარდა თემის სპეციფიკისა.
ნაშრომის მოცულობა:   არანაკლებ  5  და  არაუმეტეს  7 გვერდი. 
• სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen_12 ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი. სქოლიოში მითითებული უნდა იყოს  ციტატებისა და ფაქტობრივი გარემოებების  წყარო. [ციტირების წესისთვის იხილეთ „თსუ სამართლის ჟურნალის“ მიერ დამტკიცებული სტანდარტი ].


გამარჯვებულის გამოვლენა 
• ესეების მიღება შეწყდება  მიმდინარე წლის 20 აგვისტოს 00:00 საათზე.
• საუკეთესო ესეს ავტორები გამოვლინდება 31 აგვისტომდე პერიოდში, რომლებსაც გადაეცემათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
• პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორს ექნება შესაძლებლობა გაიაროს 3-თვიანი სტაჟირება თსუ იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტში.

გისურვებთ წარმატებებს!