Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განახლებული ინფორმაცია აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით!

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

იურიდიული ფაკულტეტის სალექციო მეცადინეობების ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდა  19 თებერვალს 17:00 საათზე. სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ 23 თებერვალს 17:00 საათიდან. ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად.

 

საგნებზე ადგილების დამატება მოხდება 24 თებერვალს 15:00 საათზე ანბანური თანმიმდევრობით.

 

არცერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.

 

გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „primo in tempore, potior in iure" (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი).სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ  Lms.tsu.ge-დან. ამისათვის საგნის გასწვრივ მონიშნეთ ღილაკი „მოთხოვნები საგანზე" და გამოაგზავნეთ განცხადება.

 

იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად მოგმართავთ თხოვნით გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო მონაცემების (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფორმაციის დროული მიღება.

სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე  ქულის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ ამის თაობაზე  Lms.tsu.ge-დან მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 24 თებერვლისა. 

 

დამატებით სემესტრთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ lms.tsu.ge-ს შესაბამისი გრაფიდან (დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია). რადგან აკადემიური რეგისტრაციები იურიდიულ ფაკულტეტზე იწყება 23 თებერვალს, სასურველია განცხადება დამატებით სემესტრთან დაკავშირებით დროულად შემოვიდეს ფაკულტეტზე, რათა ამ პროცესში შეუფერხებლად ჩაერთოთ. დამატებით სემესტრთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვწეროთ 1 მარტის ჩათვლით.

 

განმარტება სასემინარო განრიგთან დაკავშირებით

 

როგორც მოგეხსენებათ, იურიდიული ფაკულტეტი ძირითადად გთავაზობთ სავალდებულო საგნებზე პროფესორის არჩევის შესაძლებლობას. რადგან ფაკულტეტი უზრუნველყოფს ლექტორის არჩევითობას, ხშირ შემთხვევაში მოთხოვნის არსებობისას ხდება ნაკადებზე ადგილების დამატება, ამ მიზეზით სასემინარო ცხრილის ზუსტი დაგეგმვა სალექციო ცხრილთან ერთად შეუძლებელია. ამდენად, სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება მას მერე, რაც სალექციო ნაკადები ძირითადად ფორმირდება, კერძოდ, 1 მარტს 17:00 საათზე. ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად, შესაბამისად, უცხო ენათა ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს უცხო ენათა ცხრილების შეთავაზებას სასემინარო განრიგთან ერთად. სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 4 მარტის 17:00 საათიდან.

 

განმარტებები სამართლის საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით

 

მიმდინარე სასწავლო სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 24 ივლისის სხდომაზე (სხდომის ოქმი #5). სტუდენტებს, რომლებიც სწავლას აგრძელებენ ძველი პროგრამებით მათივე ინტერესის გათვალისწინებით, მიმდინარე სემესტრიდან შეთავაზებული ექნებათ სასწავლო დისციპლინები როგორც მათი, ასევე ახალი პროგრამიდან 2020 წლის პროგრამის კრედიტების მოცულობით (რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს არ შეექმნება პრობლემა სემესტრული დატვირთვის შესრულების კუთხით, რადგან ახალი პროგრამით ყველა შეთავაზებული დისციპლინა არის 5 კრედიტის მოცულობის). ამასთან, ახალი პროგრამის მოთხოვნები სრულად გავრცელდება მხოლოდ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩაირიცხნენ აღნიშნულ პროგრამაზე. 

 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები თავისუფლდებიან სხვადასხვა მოდულებიდან სავალდებულო 10 კრედიტის დაგროვებისგან. მათ შეუძლიათ თავისი ინტერესების შესაბამისად ნებისმიერი მიმართულებიდან აირჩიონ სპეციალიზაციის საგნები. ამასთან 2020 წელს მიღებულ იქნა სამართლის ახალი დარგობრივი მახასიათებელი. ამდენად, 2017 წლის პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის სავალდებულო დარჩა მოდულიდან „პრაქტიკული უნარები“ 10 კრედიტის დაგროვების მოთხოვნა. ამ 10 კრედიტის დაგროვება შესაძლებელია შემდეგი პრაქტიკული დისციპლინების გავლის შემთხვევაში: ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკა კერძო სამართალში, კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა კერძო/სისხლის/კონსტიტუციურ სამართალში, საჯარო/კერძო/სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსები. ამასთან, საჯარო/კერძო/სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსები ჩაანაცვლებენ 2017 წლის „პრაქტიკული უნარების“ მოდულში შემოთავაზებული იმიტირებული სასამართლო პროცესების დისციპლინებს. სტუდენტებს შეუძლიათ ზემოაღნიშნული კურსებიდან 10 კრედიტის დაგროვების ნაცვლად გაიარონ ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული დისციპლინა - „იურდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტებს ჩაბარებული ექნებათ „იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“ და ასევე, ზემოაღნიშნული მოდულის საგნებიც, ეს პრაქტიკული სასწავლო კურსები ჩაეთვლებათ სპეციალიზაციის საგნებად. 

 

2018 წელს მიღებული სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები თავისუფლდებიან სხვადასხვა მოდულებიდან სავალდებულო 10 კრედიტის დაგროვებისგან. მათ შეუძლიათ თავისი ინტერესების შესაბამისად ნებისმიერი მიმართულებიდან აირჩიონ სპეციალიზაციის საგნები. 

 

თუმცა, 2018 წლის პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულოა „საჯარო სამართლის პრაქტიკული კურსი“, „კერძო სამართლის პრაქტიკული კურსი“ და „სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი“, ან, როგორც ალტერნატივა, ამ სამივე დისციპლინის ნაცვლად  შეუძლიათ აირჩიონ ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული დისციპლინა - „იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტებს ჩაბარებული ექნებათ „იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“ და საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსებიც, დასახელებული პრაქტიკული სასწავლო კურსები ჩაეთვლებათ სპეციალიზაციის საგნებად.


სხვა ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!


სხვა ფაკულტეტის სტუდენტები იურიდიული ფაკულტეტის დისციპლინებზე რეგისტრაციას შეძლებენ 24 თებერვალს 15:00 საათზე.

 


მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

 

მაგისტრატურის ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 19 თებერვალს 18:00 საათზე. აკადემიური რეგისტრაცია დისციპლინებზე დაიწყება 24 თებერვალს 17:00 საათზე. კლინიკებზე რეგისტრაცია იწარმოებს დისციპლინებზე რეგისტრაციამდე.  აღნიშნულის შესახებ დამატებით ინფორმაცია მოგეწოდებათ ფაკულტეტის ვებ.გვერდის მეშვეობით.

 


სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ!

 

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, რომელთა ჩარიცხვა პროგრამაზე განხორციელდა 2019 წელს, შეთავაზებული იქნება 
„აკადემიური წერა იურისტებისათვის“ (10 კრედიტი). 

ასევე, 5 კრედიტიანი დისციპლინები მიმართულებების მიხედვით

კერძო სამართლის მიმართულებით:
1. სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტის სასამართლო პრაქტიკა;
2. სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის პრობლემები;
3. შედარებითი საბანკო სამართალი;
4. შედარებითი სადაზღვევო სამართალი.

სისხლის სამართლის მიმართულებით:
1. სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის პრობლემები;
2. დაცვის ხელოვნება.

 საჯარო სამართლის მიმართულებით:
1. ადმინისტრაციული განსჯადობა;
2. ლობიზმის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები;
3. სარჩელის დასაშვებობა.

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომელთა ჩარიცხვა პროგრამაზე განხორციელდა 2020 წელს, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ახალ პროგრამას დაემატა და  შეთავაზებული იქნება სამი 5 კრედიტიანი დისციპლინა  მიმართულებების მიხედვით: 

კერძო სამართლის მიმართულებით:
1. კერძო სამართალი სტრასბურგის სასამართლოს სამოსამართლო სამართალში.

სისხლის სამართლის მიმართულებით:
1. ფარული საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის პროცესში.

საჯარო სამართლის მიმართულებით:
1. საჯარო მმართველობა და ადამიანის უფლებები.

სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მაგისტრატურის კოორდიანტორს: მაია გვილავა 577170755.

 


ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები:  1 – 28 თებერვალი
თანხის ჩარიცხვის შემდეგ, შეგიძლიათ  lms-ის ბაზაში გადაამოწმოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და თქვენი სტატუსი. თუ თქვენ საჭირო რაოდენობის თანხა გაქვთ ჩარიცხული, ფინანსურ მდგომარეობაში მითითებული იქნება, რომ გავლილი გაქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია. შესაბამისად, საგნების ასარჩევად აკადემიური რეგისტრაციის დროს ბაზა გაგეხსნებათ. თუ სტატუსში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია არ გაქვთ გავლილი, შესაბამისად, არ გაქვთ საკმარისი თანხა ჩარიცხული აკადემიური რეგისტრაციისას ბაზის გასახსნელად. 
თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში უნდა მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტს ცხელ ხაზის ნომერზე - 2 250484, შიდა ნომერი - 1115. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საფინანსო დეპარტამენტის თანამშრომელს, მაია კობახიძეს - 599 89 98 83.