Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Regarding academic registration

ძვირფასო სტუდენტებო,

 

გილოცავთ გაზაფხული სემესტრის დაწყებას!

 

ვიმედოვნებ, წარმატებული და ნაყოფიერი იქნება 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

 

ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ამ პოსტის საშუალებით გვსურს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია:

 

  • 27 თებერვალს დაიდო სალექციო ნაკადების ცხრილი. https://tsu.ge/ka/faculty/287/იურიდიული%20ფაკულტეტი/page/ბაკალავრიატის- სასწავლო-განრიგი
  • სალექციო ჯგუფების არჩევა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის დაიწყება დღეს, 17:00 საათზე, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ასევე დღეს (02 მარტს), 18:00 საათზე.
  • ტრადიციულად შეგახსნეებთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „primo in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი).
  • 07 მარტს განთავსდება სასემინარო მეცადინეობების ცხრილი, ასევე, უცხო ენების განრიგი.
  • ბაზა გახსნილი იქნება/სალექციო ნაკადების ცვლილება შეგეძლებათ 07 მარტის ჩათვლით, ხოლო 10 მარტს, 17:00 საათზე შეგეძლებათ სასემინარო ჯგუფების, ასევე უცხო ენების არჩევა.
  • 03 მარტს, 15:00 საათზე, საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნისა და საფაკულტეტო რესურსების შესაბამისად. არცერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.
  • ადგილების დამატების მოთხოვნით მოიწერეთ აკადემიური რეგისტრაციის გავლისას, საგნის გასწვრივ მოცემული განცხადების გრაფიდან.
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს სამართლის საგნების არჩევა შეეძლებათ 07 მარტის 17:00 საათიდან. ამასთან, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა 07 მარტს, 17:00 საათზე აირჩიონ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული საგანი - აკადემიური წერა.
  • იმ სტუდენტებს, რომელთაც სურთ დამატებით სემესტრზე რეგისტრაციის გავლა, მოთხოვნის გამოგზავნა შეეძლებათ 05 მარტის ჩათვლით, LMS-ის ბაზის საშუალებით.
  • აკადემიური რეგისტრაციის პროცესში სალექციო ჯგუფების არჩევისას წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რეაგირების მიზნით, მოიწერეთ LMS ბაზის ახალი შეტყობინებებიდან, კატეგორია - „აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.

 

შენიშვნა: სტუდენტებს, რომლებიც იქმყოფებიან დამათავრებელ სემესტრში და დაგროვებული აქვთ 200 კრედიტიდან 208 კრედიტის ჩათვლით, ავტომატურად ექნებათ შესაძლებლობა აიღონ 40 კრედიტი.

 

საგანმანათებლო პროგრამების სანახავად მიჰყევით ფოტოზე ნაჩვენებ ინსტრუქციას.