Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-02-07
Beginning 17:00 HR
Address თსუ, II კორპუსი, № 119 აუდიტორია

პროფესორი იროდიონ სურგულაძე 130 - პროფესორ იროდიონ სურგულაძისსაიუბილეო კრებულის პრეზენტაცია

 

 2023 წლის 7 თებერვალს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მდებარე №119 აუდიტორიაში, გაიმართება ორი კრებულის პრეზენტაცია:

 

  1.  იროდიონ სურგულაძის სამართლის ინსტიტუტისა და „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მხარდაჭერით გამოცემული კრებული - „პროფესორი იროდიონ სურგულაძე 130“. კრებული აერთიანებს საქართველოში სამართლის კლასიკად ქცეულ ნაშრომებსა და თანამედროვე პერიოდის ახალგაზრდა მკვლევრების მიერ მომზადებულ საინტერესო გამოკვლევებს. გამოცემაში, მათ შორის, შეხვდებით საიუბილეო კრებულის ადრესატის, პროფ. იროდიონ სურგულაძის საინტერესო წერილს საჯაროუფლებრივი ხელშეკრულების პრობლემის შესახებ, ცნობილი მეცნიერების, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, გრიგოლ რცხილაძისა და სხვების წერილებს. საიუბილეო კრებული გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორ სიმონ ტაკაშვილისა და თორნიკე ნემსწვერიძის რედაქტორობით.

     სტატიათა კრებული ეძღვნება საქართველოში უმაღლესი იურიდიული განათლებისა და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთ ფუძემდებლის, პროფესორ იროდიონ სურგულაძის 130 წლის იუბილეს. კრებული დაიბეჭდა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ფინანსური მხარდაჭერით.


  2.  “საბჭოთა სახელმწიფოს ზღვარგადასული ინტერვენცია ქართულ იურიდიულ მეცნიერებაში და ბრძოლა ევროპაში განსწავლული მეცნიერ იურისტების წინააღმდეგ საბჭოთა საქართველოს ინტერიერში”. კრებულში თავმოყრილია მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი, უნიკალური ინფორმაცია, სამეცნიერო დოკუმენტები, რომელთა გაცნობა მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების საქართველოში ეპოქის რეალობით დაღდასმული იურიდიული აზრის მდგომარეობის მკაფიო სურათს ხატავს.

 

 

 თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, № 119 აუდიტორია

 

 დასწრება თავისუფალია

Related events