Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-03-11
Beginning 19:00 HR
Address Zoom-ის პლატფორმა

ძვირფასო სტუდენტებო,

გაცნობებთ, რომ 11 და 13 მარტს, 19:00 საათზე „ზუმის“ ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება ვებინარი: „ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებზე წვდომა და ანტიპლაგიატის პროგრამით სარგებლობა“. დისტანციურ შეხვედრას წარუძღვება იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელი, ანა თოხაძე. შეხვედრის მონაცემები გაეგზავნებათ სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეტყობინების სახით და განთავსდება LMS.TSU.GE-ის სასწავლო ბაზის საინფორმაციო დაფაზეც. 
 

ელექტრონულ ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ბაზებზე წვდომა აგრეთვე შესაძლებელია უნივერსიტეტის მიღმა თსუ კორპორაციული ან სტუდენტური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით წვდომის მოკლე გზამკვლევს, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, აერთიანებს ზოგიერთი ქართული თუ უცხოენოვანი სამეცნიერო ბაზების, ელექტრონული რესურსების ჩამონათვალს. ელექტრონულ ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ბაზებზე წვდომის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის იხელმძღვანელეთ:
1. წვდომის ინსტრუქციით;
2. თსუ ელ. ფოსტის პარამეტრების ცვლილების ინსტრუქციით.

 

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამათა სტუდენტების ავტორობით შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების სავალდებულო შემოწმება ხორციელდება პროგრამა “Turnitin”-ის საცდელი და საბოლოო შემოწმების ფუნქციათა გამოყენებით, რომელიც ებმის თსუ “E-Learning”-ის სასწავლო ბაზას. პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტური ელ. ფოსტით რეგისტრაციის შემდეგ. “Turnitin”-ის პროგრამით აღმოჩენილი დამთხვევების შინაარსობრივ შესწავლას უზრუნველყოფს სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით:


1. თსუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 13 მაისის №37/2020 დადგენილებით მიღებულ „სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტს“;


2. “Turnitin”-ით სარგებლობის ვიდეოგაკვეთილს;


3. სადოქტორო/სამაგისტრო/საბაკალავრო ნაშრომის Turnitin-ზე შემოწმების სახელმძღვანელოს (სტუდენტებისათვის).

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ელ. მისამართზე: zurab.gogshelidze@tsu.ge  giorgi.amiranashvili@tsu.ge

გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო სემესტრს!

Related events