Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-12-11
Beginning 21:00 HR
Address ონლაინ კინოჩვენება

CinéDOC-Tbilisi ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით მართავს ერთთვიან პროექტს სახელწოდებით დოკუმენტური შაბათები. პროექტი დოკუმენტური ფილმების ონლაინ ჩვენებასა და შემდგომ დისკუსიას მოიცავს, რასაც სამართლის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან.

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო სტუდენტების დიდ ნაწილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სახლებში დაბრუნება მოუწია. აქედან გამომდინარე, პროექტი სრულიად ონლაინ მიმდინარეობს, რაც რეგიონული მასშტაბით კინოჩვენებებს თავისუფალს ხდის და შესაძლებლობას აძლევს თბილისის გარეთ მცხოვრებ სტუდენტებს ნახონ დოკუმენტური ფილმები და მონაწილეობა მიიღონ სიღრმისეულ დისკუსიებში.

პროექტი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმწირით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ შეიქმნა და ითვალისწინებს სტუნდენტებისთვის შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს მეშვეობით ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

 

ქართული დოკუმენტური ფილმი „შავი კვადრატის“ ონლაინ კინოჩვენება. ფილმი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულზე.
ფილმი ღიაა სანახავად პარასკევს, 11 და შაბათს, 12 დეკემბერს 21.00-მდე.

ფილმის დასრულების შემდეგ, 21:00 საათზე, სტუდენტები ამავე გვერდზე განთავსებული ლინკის მეშვეობით გადავლენ ონლაინ სივრცეში, სადაც ფილმის რეჟისორთან, ნიკოლოზ ბეჟანისშვილთან შეძლებენ საუბარსა და დისკუსიას!

ფილმის შესახებ

შავი კვადრატი / რეჟ. ნიკოლოზ ბეჟანიშვილი / საქართველო / 2015 / 52 წთ.

 

 

ნარკოდამოკიდებული ანა ოთარაშვილი ფილმის მთავარი გმირია, რომელმაც პატიმრობაში 16 წელი გაატარა.ციხეში გატარებული წლების შემდეგ ანა თავისუფლდება. თუმცა დაბრუნებულს, ყველაფერი შეცვლილი ხვდება. მან საქართველოში მომხდარი ყველა დრამატული ცვლილება გამოტოვა, კომუნიზმის დაცემა და სამოქალაქო ომები. ანა მეგობრებისგან და ოჯახისგან გაუცხოებას გრძნობს.

ერთადერთი, რაც უცვლელი დარჩა, ეს არის მთავრობისა და საზოგადოების ზიზღი ნარკოდამოკიდებული ქალების მიმართ. ანა თბილისში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს და სხვა ქალებს უკავშირდება, რათა ერთად იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად. ანა ძველ მეგობარს, თამაზს ხვდება, რომელმაც ნარკოტიკების მოხმარების გამო მეტყველების უნარიც დაკარგა და სამსახურიც. იგი მიზნად ისახავს მეგობარს სოციალური შემწეობის მიღებაში დაეხმაროს და თან ცდილობს გაიტანოს თავი საქართველოში, როგორც ნარკოდამოკიდებულმა ქალმა.
 

ტრეილერი.

Related events