Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-12-05
Beginning 20:00 HR
Address ონლაინ კინოჩვენება

CinéDOC-Tbilisi ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით მართავს პროექტს სახელწოდებით დოკუმენტური შაბათები. 

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო სტუდენტების დიდ ნაწილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სახლებში დაბრუნება მოუწია. აქედან გამომდინარე, პროექტი სრულიად ონლაინ მიმდინარეობს, რაც რეგიონული მასშტაბით კინოჩვენებებს თავისუფალს ხდის და შესაძლებლობას აძლევს თბილისის გარეთ მცხოვრებ სტუდენტებს ნახონ დოკუმენტური ფილმები და მონაწილეობა მიიღონ სიღრმისეულ დისკუსიებში.

პროექტი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმწირით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ შეიქმნა და ითვალისწინებს სტუნდენტებისთვის შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს მეშვეობით ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

შაბათს, 5 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება ქართული დოკუმენტური ფილმის „მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ ონლაინ კინოჩვენება. 
ფილმი გაიხსნება ზუსტად საღამოს 20:00 საათზე შემდეგ
ბმულზე.

ფილმის დასრულების შემდეგ, 21:00 საათზე, სტუდენტები ამავე გვერდზე განთავსებული ლინკის მეშვეობით გადავლენ ონლაინ სივრცეში, სადაც გაიმართება დისკუსია ფილმის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ფილმის ავტორი თომა ჩაგელიშვილი.

ფილმის სინოფსისი და ტრეილერი.

მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე | თომა ჩაგელიშვილი | საქართველო, გერმანია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლები იგებენ, რომ ახლად ჩამოყალიბებული (არაღიარებული) სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ცხოვრობენ. ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა, სანამ რუსეთმა საზღვარზე მავთულხლართების გავლება არ გადაწყვიტა. მოულოდნელად, მეზობლები და ოჯახის წევრები მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ეს დოკუმენტური ფილმი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ეგუებიან ადგილობრივები ახალ მდგომარეობას. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ რუს მესაზღვრეებს და ღობეზე ძვრებიან, რათა ერთმანეთს დაეხმარონ მოსავლის აღებაში ან გაცვალონ სხვადასხვა საქონელი. სახლში სადილობის მაგივრად, ისინი საზღვარზე პიკნიკებს აწყობენ. მათ სურთ ადრინდელივით იცხოვრონ, მაგრამ საეჭვოა, ეს თუ ისევ შესაძლებელია.

Related events