Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-11-17
Beginning 17:00 HR
Address ონლაინ საჯარო ლექცია

აშშ-ს გლობალური საზღვაო ოპერატიულ საფრთხეებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის მოადგილის, ბ-ნ ბ. ვილსონის ლექციების კურსის „საზღვაო უსაფრთხოება“ ფარგლებში, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის ( IMLI ) დირექტორი პროფესორი დავით ჯ. ატარდი (მალტა) 2020 წლის 17 ნოემბერს 17:00 საათზე ჩატარებს ონლაინ საჯარო ლექციას თსუ-ს სტუდენტებისთვის, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იქნება IMLI -ის სასწავლო პროგრამების ( სამაგისტრო და სხვ ) მნიშვნელობა საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაძლებლობების გაზრდაზე .

 

საჯარო ლექციაში ასევე მიიღებენ მონაწილოებას IMLI -ს ქართველი კურსდამთავრებულები. ისინი დაინტერესებულ სტუდენტებს გაუზიარებენ IMLI -ში სწავლების საკუთარ გამოცდილებას და იქ მიღებული ცოდნის საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით IMO -ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია , გაეროს სააგენტო) ფარგლებში , გამოყენებაზე.  

 

IMLI ამზადებს საერთაშორისო საზღვაო სამართლის მაღალი დონის ექსპერტებს, როგორც - საჯარო,  ისე კერძო სექტორისთვის. იგი დაარსდა 1988 წელს მალტის მთავრობასა და IMO -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.   მისი დაარსების მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო საზღვაო სამართალში სპეციალისტების მომზადება, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნებიდან, IMO-ს მიზნების - უსაფრთხო, ეკოლოგიური, ეფექტიანი და მდგრადი ნაოსნობა - ხელშეწყობისათვის, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გზით.

 

პროფრსორი დავით ჯ. ატარდი 2011 წლიდან არის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის (ITLOS) მოსამართლე და 2017 წლიდან, ასევე -ტრიბუნალის თავმჯდომარის მოადგილე.

 

 

მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ სტუდენტს.

ონლაინ ლექციის შეხვედრის კოორდინატებს მიიღებთ ანკეტის შევსების შემდეგ

Related events