სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: გეოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოლოგიის დოქტორი.
პროგრამის ხელმძღვანელი: კარლო აქიმიძე-ასოცირებული პროფესორი
პროგრამის მოცულობა:
60 კრედიტი (სასწავლო კომპონენტი), მათ შორის:
❖ 45 კრედიტი სავალდებულო სასწავლო კომპონენტი;
❖ 15 კრედიტი არჩევითი სასწავლო კომპონენტი
სწავლების ენა: ქართული
სადოქტორო პროგრამის მიზანია:
- მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი, შრომის ბაზარზე ორიენტირებული კადრების მომზადება მინერალოგიის, პეტროლოგიის, ვულკანოლოგიის, სასარგებლო წიაღისეულის, პალეონტოლოგიის, რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის სფეროში;
- დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი მიმართვა საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემებისკენ;
- ახალი ცოდნის შექმნის, გავრცელების და მისი მრეწველობის ეკონომიკის და ბიზნესის სფეროებში გადატანის ხელშეწყობა.
სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის სავალდებულოა:
❖ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულიაკადემიური ხარისხი:
გეოლოგიაში, არქეოლოგიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში;
❖ უცხო ენის (ინგლისური, გერმანული) ცოდნა B2 დონე;
❖ გასაუბრება გეოლოგიის დარგობრივ სადისერტაციო კომისიათან;
❖ გეოლოგიის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის არ მქონე სტუდენტებისთვის გამოცდა სპეციალობაში;
დასაქმების სფეროები:
- შესაბამისი პროფილის აკადემიური და უწყებათაშორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები;
- სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები;
- უმაღლესი, საშუალო და პროფესიული განათლების დაწესებულებათა სისტემები(სკოლები, კოლეჯები, უმაღლესი სასწავლებლები);
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროები;
- მუზეუმები;
- ტურისტული სააგენტოები;
- კერძო კომპანიები.